20.01.2021 | 04:27
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
არაღიარებულ მთიან ყარაბაღში რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი განლაგდება

არაღიარებულ მთიან ყარაბაღში რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი განლაგდება, სომხეთი კი არაღიარებული მთიანი ყარაბაღიდან შეიარაღებული ძალების დანაყოფებს გამოიყვანს. ამის შესახებ აღნიშნულია შეთანხმებაში, რომელსაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აწერენ ხელს. შეთანხმების მიხედვით, 10 ნოემბრიდან არაღიარებულ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები შეწყდება. როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა,  რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს. სომხეთის პრემიერის განცხადებას ერევანში პროტესტი მოჰყვა. ასობით ადამიანი ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა. დემონსტრანტების ნაწილი მთავრობის სახლში შეიჭრა. ბაქოს ქუჩებში კი  შეთანხმებას ზეიმი მოჰყვა.  აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევის განცხადებით, „ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საქმეში წერტილი დასმულია“.

გამოქვეყნდა 70 დღის წინ  |  ნანახია 239-ჯერ
დღის გადაცემები