03.12.2020 | 14:31
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
არჩილ თალაკვაძე - მოლაპარაკების რაუნდი  კონკრეტული შედეგით დასრულდება და   ამაში დიდ როლს  ფასილიტატორები  შეიტანენ

ჯერჯერობით უცნობია რა   შედეგებით დასრულდება    ამერიკის ელჩის მიერ  ორგანიზებული შეხვედრების  რაუნდები თუმცა  ის, რომ  მოლაპარაკების  მაგიდას   ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის შემდეგ   პირველად მიუსხდენენ ეს ფაქტია.  საკითხს დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა   პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც მმართველი პარტიის  სახელით გუშინდელ აუდიენციას ესწრებოდა.  არჩილ თალაკვაძე იმედოვნებს, რომ    მოლაპარაკებების ეს რაუნდი  კონკრეტული შედეგით დასრულდება და   ამაში დიდ როლს  ფასილიტატორები  შეიტანენ.

 

  გუშინდელ აუდიენციას   ესწრებოდა "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი.    ირმა ინაშვილმა  აუდიენციაზე საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ  დააფიქსირა და აღნიშნა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები  ტოტალურად გაყალბდა. პარლამენტის ვიცე-სპიკერს შეხვედრას დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა  მან იმედი გამოთქვა, რომ   ეს შეხვედრები კონკრეტული შედეგებით დასრულდება.

გამოქვეყნდა 19 დღის წინ  |  ნანახია 125-ჯერ
დღის გადაცემები