03.03.2021 | 22:03
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა [ვიდეო]

აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში, მოსალოდნელი საფრთხის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. გადაწყვეტილება მას შემდეგ  იქნა მიღებული, რაც შენობის სიახლოვეს კვამლი შენიშნეს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ კაპიტოლიუმის შენობაში შესვლა ან გამოსვლა შეუძლებელია. უსაფრთხოების სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, შენობასთან მიახლოებისგან თავი შეიკავონ. ამ დროისთვის ხანძარი ჩამქრალია და საზოგადოებისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს.  20 იანვარს კაპიტოლიუმში აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაცია გაიმართება. ამ დროისთვის შენობაში ღონისძიების მოსამზადებლად სამუშაოები მიმდინარეობს.

 

გამოქვეყნდა 43 დღის წინ  |  ნანახია 220-ჯერ
დღის გადაცემები