27.02.2021 | 20:17
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
აჭარის მთავრობა უცვლელი შემადგენლობით დაამტკიცეს [ვიდეო]

აჭარის უმაღლესმა საბჭომ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა. რეგიონის მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარი 14 დეპუტატმა დაუჭირა, ოპოზიციური პარტიის ერთი წარმომადგენელი კი  წინააღმდეგ წავიდა. პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციების შემდეგ, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელად კვლავ თორნიკე რიჟვაძე წარადგინა.  რიჟვაძემ  კი დეპუტატებს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარუდგინა. ოთხივე მინისტრი თანამდებობას ინარჩუნებს. რიგგარეშე სხდომამდე მთავრობის წევრებს კომიტეტებში მოუსმინეს. თორნიკე რიჟვაძემ მომდევნო პერიოდის მთავარ პრიორიტეტებად პანდემიიდან გამომდინარე ჯანდაცვა და სოციალური მიმართულებები დაასახელა.  აჭარის ავტონომიური მთავრობის დასამტკიცებლად 21-დან 11 ხმა იყო საჭირო.

გამოქვეყნდა 64 დღის წინ  |  ნანახია 289-ჯერ
დღის გადაცემები