19.04.2021 | 13:17
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
ბენიამინ ნეთანიაჰუ ომანის ყურეში გემზე მომხდარ აფეთქებაში ირანს ადანაშაულებს [ვიდეო]

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ომანის ყურეში ისრაელის კუთვნილ გემზე განხორციელებულ თავდასხმაში ირანს ადანაშაულებს.  „ეს ნამდვილად ირანის ქმედება იყო. ირანი ისრაელის უდიდესი მტერია,“ - განაცხადა ნეთანიაჰუმ ადგილობრივ რადიო Kan-თან ინტერვიუში. თუმცა ისრაელის მთავრობის მეთაურმა არ უპასუხა შეკითხვას, გადადგამს თუ არა ქვეყანა საპასუხო ნაბიჯებს. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ქვეყნის მთავრობის ამოცანაა, ხელი შეუშალოს ირანს ბირთვული შესაძლებლობების განვითარებაში. ისრაელის კუთვნილ სატვირთო გემზე, რომელიც სინგაპურისკენ მიდიოდა, პარასკევს აფეთქება მოხდა. გემზე მყოფი ეკიპაჟის წევრებისგან არავინ დაშავებულა. აფეთქების შემდეგ, გემი შესაკეთებლად დუბაის პორტში შევიდა.  აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

გამოქვეყნდა 48 დღის წინ  |  ნანახია 228-ჯერ
დღის გადაცემები