04.12.2020 | 08:34
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
ბოლო ოცდაოთხი საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 796-ი პაციენტი განიკურნა

ბოლო ოცდაოთხი საათის განმავლობაში კორონავირუსით  გამოჯანმრთელებულთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. კოვიდ-19-ი 796-ი პაციენტი განიკურნა. დღეს დადასტურებული შემთხვევების 72% აჭარას უკავშირდება, თუმცა მარინა ენდელაძის განცხადებით ამ ეტაპზე არსებული ვითარების სამართავად, ჯანდაცვის სისტემა სრულ მზადყოფნაშია.

კორონავირუსის ბინაზე მკურნალობის მეთოდზე საუბრობს მაია ბუწაშვილი. მისი განცხადებით ახალი მეთოდი  კარგი გადაწყვეტილებაა. ინფექციონისტმა  ასევე ისაუბრა პისიარ ტესტირებაზე. მისი განმარტებით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ეპიდ ვითარება მართვადია და კონტროლს ექვმედებარება.

დღეს დადასტურებული შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა კვლავ აჭარას უკავშირდება.  ბოლო ოცდაოთხი საათის განმავლობაში ინფიცირების 235 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ახალი პროტოკოლის მიხედვით საკარანტინე სივრცე 175-მა პაციენტმა დატოვა. აჭრაში კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ცხრა სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული, ასევე რეგიონში 700-ამდე საწოლია მობილიზებული.

გამოქვეყნდა 64 დღის წინ  |  ნანახია 222-ჯერ
დღის გადაცემები