04.12.2020 | 09:35
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონა ვირუსისგან 295 პაციენტი განიკურნა

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ვირუსისგან უკვე 295 პაციენტი განიკურნა. დღის განმავლობაში იმატა ინფიცირებულების რაოდენობამ, თუმცა ინფექციონისტები ეპიდვითარებას საგანგაშოდ არ მიიჩნევენ. მარინა ენდელაძის განმარტებით, აქტიურად მიმდინარეობს ტესტირებები. მედიკოსის თქმით, დადასტურებული შემთხვევების ყველა წყარო ცნობილია და შესაბამისად, პანიკის საფუძველი არ არსებობს.


ეპიდვითარება  ასევე შეაფასეს  საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სიტუაცია მართვადია და მის გასაკონტროლებლად, სახელმწიფოს ყველანაირი რესურსი გააჩნია. ამირან გამყრელიძის განმარტებით, ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი პირი 2 კვირის განმავლობაში კარანტინში მოთავსდება.

გამოქვეყნდა 62 დღის წინ  |  ნანახია 209-ჯერ
დღის გადაცემები