04.12.2020 | 08:39
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 270 ადამიანი განიკურნა

ქვეყანაში ინფიცირებულთა მატების პარალელურად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა  დღითი-დღე იზრდება,  ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 270 ადამიანი განიკურნა. გაზრდილი მაჩვენებლების მიუხედავად, ინფექციონისტები ქვეყანში ეპიდვითრებას საგანგაშოს არ უწოდებენ თუმცა საყურადღებოდ თვლიან. მარინა ენდელაძის თქმით, ამ ეტაპზე არსებული ვითარების სამართვად, ჯანდაცვის სისტემა სრულად მობილიზებულია.

 

ახალი პროტოკოლის მიხედვით აჭარაში კოვიდ კლინიკებიდან  და კოვიდ სასტუმოებიდან ბინაზე ოთხასამდე პირი გაეწერა და ისინი ბინაზე განაგრძობენ მკურნალობას.  აჭარაში გამოვლენილი შემთხვევათა მატება მიზნობრივი ტესტირებების შედეგია. ნინო ეფაძის თქმით, პაცინტების გადამისამართება მკურნალობის ცენტრებში დაავადების  სიმძიმის შეფასების მიხედვით ხდება. 

 

აჭარაში დღეს ერთი პაცინეტი გარდაიცვალა. დაავადებული ქალბატონი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში თანმხლები მძიმე დაავადებებით შეიყავანეს. პაციენტს ვირუსთან ერთად გულსისხლძარღვთა დაავადებები ჰქონდა.

გამოქვეყნდა 65 დღის წინ  |  ნანახია 238-ჯერ
დღის გადაცემები