03.03.2021 | 21:30
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
ბორის ჯონსონი - "ბრექსითის" სავაჭრო შეთანხმება მიღწეულია [ვიდეო]

ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის "ბრექსითის" შემდგომი სავაჭრო შეთანხმების მიღწევას პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი "ტვიტერზე" გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "შეთანხმება მიღწეულია". მოგვიანებით ჯონსონმა შეთანხმების თაობაზე და "ბრექსითის" მნიშვნელობაზე პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც მან განმარტა, ოთხნახევარი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბრიტანელმა ხალხმა მხარი დაუჭირა კონტროლის დაბრუნებას საკუთარ ფულზე, საზღვრებზე, კანონებზე, ტერიტორიულ წყლებზე და ხმა მისცა ევროკავშირიდან გასვლას. მიმდინარე წლის დასაწყისში კი ბრიტანეთმა  ეს პირობა შეასრულა. შეგახსენებთ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმებას ცოტა ხნის წინ მიაღწიეს და რამდენიმეთვიანი უთანხმოება დასრულდა. დიდ ბრიტანეთსა და ევრობლოკს შორის "ბრექსითის" თაობაზე შეთანხმება 31 დეკემბრამდე უნდა მომხდარიყო, ვინაიდან ეს არის თარიღი, როდესაც ბრიტანეთი ასრულებს ევროკავშირიდან გასვლის პროცესს და ამის შემდეგ ის აღარ იქნება ევროკავშირის სავაჭრო კანონებზე დამოკიდებული.

გამოქვეყნდა 68 დღის წინ  |  ნანახია 328-ჯერ
დღის გადაცემები