27.01.2021 | 17:59
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
გიორგი ლომია - "პატრიოტები", როგორც ყოველთვის, ბრძოლის ხაზზე არიან!"
"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ლომია არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ, როგორც ყოველთვის, "პატრიოტები" ბრძოლის ხაზზე არიან. მისი თქმით, "პატრიოტთა ალიანსი" უწყვეტ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს იწყებს, პირველი აქცია კი 9 ნოემბერს, ქუთაისში, აღმაშენებლის მოედანზე, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის წინ, 17:00 საათზე გაიმართება. ლომია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აქციები გაგრძელდება მანამ, ვიდრე "ქართული ოცნება" ხელახალ არჩევნებს არ დანიშნავს. მისივე თქმით, "პატრიოტები" არავის არ უერთდებიან და, როგორც ყოველთვის, დამოუკიდებლად მოქმედებენ. გიორგი ლომია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "პატრიოტთა ალიანსს" ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და ისინი "ქართულ ოცნებას" არჩევანის უფლების წართმევას არ აპატიებენ. მისივე თქმით, პარტიას, რომელსაც შეუძლია, აქციებზე ათი ათასობით ადამიანი გამოიყვანოს, შეუძლებელია, ხმა მხოლოდ 50 000-მა ადამიანმა მისცეს.
"პატრიოტები", როგორც ყოველთვის, ბრძოლის ხაზზე არიან. ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, ყველასთვის ცნობილია. აქედან გამომდინარე, ყველა პარტია გამოხატავს თავის პროტესტს და საფუძვლიან პრეტენზიებს, ოღონდ ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს და ყოველთვის გვქონდა. "პატრიოტთა ალიანსი" აგრძელებს ბრძოლას! ვინაიდან ბრძოლამ ქუჩაში გადაინაცვლა, ბუნებრივია, რომ ჩვენც გამოვდივართ და ამ ქუჩას ვიკავებთ. აქციებს ვიწყებთ ქუთაისიდან 9 ნოემბერს, აღმაშენებლის მოედანზე, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის წინ, 17:00 საათზე. აქციები მიიღებს პერმანენტულ ხასიათს და სხვადასხვა რეგიონში გაგრძელდება! ჩვენ არა ერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ არავის არ ვუერთდებით - ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა! თუ სადმე სხვა პარტიას აქვს ანალოგიური პრეტენზია ხელისუფლებასთან, ამ პროცესებთან, ეს მისი საქმეა. "პატრიოტთა ალიანსს" აქვს თავისი გზა და ჰყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი საქართველოში! უბრალოდ ეს ხალხი არ აპატიებს ხელისუფლებას, რომ მათ წაართვეს არჩევანის უფლება! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 2016 წელს ჩვენ გადავლახეთ 5%-იანი ბარიერი! 2017 წელს ადგილობრივ არჩევნებზე ჩვენ გვქონდა 6.7% - ეს გაყალბებით და ყველაფრით! 2018 წელს პარტიამ გამოიყვანა 100 000 ადამიანი თავისუფლების მოედანზე! არაერთი მსგავსი აქცია ჩაატარა პარტიამ თავისუფლების მოედანზე, სადაც ჰყავდა 50, 70 და 30 ათასი ადამიანი! ახლა თქვენ როგორ ფიქრობთ, როდესაც პარტიას შეუძლია გამოიყვანოს უბრალო აქციაზე 50 000 ადამიანი გარეთ - შეიძლება, რომ 50 000-მა მისცეს ხმა?! ვინმეს ასეთი რამ სადმე გინახავთ?! ბუნებრივია, რომ არა!" - განაცხადა გიორგი ლომიამ.
გამოქვეყნდა 82 დღის წინ  |  ნანახია 284-ჯერ
დღის გადაცემები