19.04.2021 | 12:51
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
გოჩა თევდორაძე - "ერთად ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ ასეთი არჩევნების ჩატარება არ შეიძლება!"
"პატრიოტთა ალიანსის" აღმასრულებელი მდივანი გოჩა თევდორაძე არჩევნების ტოტალური გაყალბების ფაქტზე საუბრობს. მისი განცხადებით, უნდა ჩატარდეს განმეორებითი არჩევნები ისე, რომ საქართველოს მოსახლეობის განწყობა სრულად იქნას ასახული ამ არჩევნების შედეგებზე. მისივე თქმით, აუცილებელია ფართომასშტაბიანი აქციების ჩატარება, ვინაიდან ხელისუფლებას ისე არც პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგით და არც არავისთან დიალოგით არ ესმის. გოჩა თევდორაძე ყველა მხარდამჭერსა და ამომრჩეველს 7 ნოემბერს, 17 საათზე, თავისუფლების მოედანზე "პატრიოტთა ალიანსის" მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციაზე მისვლისაკენ მოუწოდებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არჩევნების გაყალბების დაკანონება ქვეყნისთვისა და მომავალი თაობებისთვის დამაზიანებელია.
"უნდა ჩატარდეს განმეორებითი არჩევნები ისე, რომ საქართველოს მოსახლეობის განწყობა სრულად იქნას ასახული ამ არჩევნების შედეგებზე! ამას აცხადებს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"! ჩვენ მიგვაჩნია, რომ მივაღწევთ იმას, რომ ბათილად სცნონ არჩევნების შედეგები, მივაღწევთ ასევე იმას, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესიც შეიცვალოს და დაინიშნოს განმეორებითი არჩევნები. ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ, როგორი გზებით იქნება ეს მიღწეული. აუცილებელი იქნება ფართომასშტაბიანი აქციები, ხელისუფლებას ისე არ ესმის - არც პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგით და არც არავისთან დიალოგით! ამიტომ ჩვენ ხელისუფლებას უნდა ვესაუბროთ ხალხთან ერთად, რაც შეიძლება ბევრ ადამიანთან ერთად! სწორედ ამიტომ 7 ნოემბერს, 17 საათზე, თავისუფლების მოედანზე ვიწვევთ ჩვენს ყველა მხარდამჭერს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც მიაჩნია, რომ არჩევნები არ უნდა ყალბდებოდეს, თუნცად "ქართული ოცნების" მესვეურებს და მათთვის ხმის მიმცემ ადამიანებს, ვინც მიიჩნევს, რომ არჩევნები არ უნდა ყალბდებოდეს, ვისაც იმედი ჰქონდა, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდებოდა. ვიწვევთ საზოგადოებას, ვინც იცის, რომ არჩევნების გაყალბების დაკანონება ქვეყნისთვის დამაზიანებელია - არა მარტო ჩვენთვის, არამედ ჩვენი მომავალი თაობებისთვის, ვიწვევთ ყველა ამ ადამიანს! ერთად ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ ასეთი არჩევნების ჩატარება არ შეიძლება! ერთად ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ ასეთი არჩევნების შედეგები უნდა გაბათილდეს და უნდა დაინიშნოს განმეორებითი არჩევნები კანონით გათვალისწინებულ ვადაში და ჩატარდეს სამართლიან გარემოში! შემაჯამებელი ოქმები უნდა იწერებოდეს მიუკერძოებლად და უნდა ასახავდეს რეალობას!" - განაცხადა გოჩა თევდორაძემ.
გამოქვეყნდა 165 დღის წინ  |  ნანახია 403-ჯერ
დღის გადაცემები