30.10.2020 | 00:34
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)

პირდაპირი ეთერი:

დღის სიახლეები
დავით გარეჯის გასხვისების საკითხზე დამატებითი განმარტებები გაკეთდა

დავით გარეჯის გასხვისების საკითხზე დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში დამატებითი განმარტებები გაკეთდა. მინისტრის მოადგილის განცხადებით დელიმიტაციის კომისია იხელმძღვანელებს იმ მასალებით, რომლებიც არის იურიდიულად დასაბუთებული და გაამყარებს საქართველოს პოზიციებს. ლაშა დარსალიამ დასძინა, რომ ახლად მოპოვებული მასალების თანახმად  1:200 000 მასშტაბის რუკის ორიგინალი რომლის გამოუყენებლობის გამო ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას პროკურატურა ედავება, აზერბაიჯანთან მოლაპარაკების პროცესში საქართველოს პოზიციებს ამყარებს, საკვირველია ის ფაქტი რატომ არ მოქმედებდნენ ბრალდებულები ისეთი რუკების მიხედვით, რომელიც ისტორიულად საქართველოს მიკუთვნებულ საზღვრებს და მონაკვეთებს საქართველოს ფარგლებში აქცევდა.

 

საგამოძიებო უწყების რამდენიმეწლიანი დუმილის შემდეგ ე.წ  კარტოგრაფების საქმეში, ახალი ფიგურანტის გამოჩენამ საქმეს სხვაგავარი განვითარება მისცა.  ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა ქართულ მხარეს დავით გარეჯის რუკების ორიგინალები გადასცა. 1938 წელს შედგენილი რუკა  წლების განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა.

მსგავსი
13.10.2020 / 14:00
ზურაბ ნოღაიდელი წერილში დავით გარეჯს აზერბაიჯანის ტერიტორიად მოიხსენიებს
  წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება "ქართულმა ოცნებამ" ყოფილი ხელისუფლების დანაშაულების გამოძიებით დაიწყო. საქმე ეხება დავით გარე...
12.10.2020 / 14:00
მამუკა არეშიძე - სირცხვილია, რომ დავით გარეჯის საკითხი ხელისუფლებას  თვენახევრის წინ გაახსენდა
მამუკა არეშიძის შეფასებით, "ქართული ოცნება" აღნიშნულ საკითხს წინა საარჩევნოდ იყენებს.
03.10.2020 / 14:00
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია - დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრი, ნატალია ილიჩოვა...
გენერალურ პროკურატურაში, საქართველო - აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორი...
02.10.2020 / 15:00
ექსპერტი მამუკა არეშიძე დავით გარეჯის თემას ეხმაურება
კონფლიქტოლოგი დავით გარეჯის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს და არ გამორიცხავს, რომ ყოფილ პრეზიდე...
01.10.2020 / 21:30
დავით გარეჯი - გაყიდული მიწა
მთავარი პროკურატურა საქართველო-აზერბაიჯანის, სახელმწიფო საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის სამთავრობო  კომისიის საქმიანობას იძიებ...
01.10.2020 / 14:00
მიხეილ სააკაშვილმა დავით გარეჯთან დაკავშირებით ვიდეომიმართვაში აღიარებითი ჩვენება მისცა
პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა დავით გარეჯთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდ...
30.09.2020 / 14:00
საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობაზე...
უწყება უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტს სწავლობს.
25.09.2020 / 14:15
მამუკა არეშიძე - "თუ ის დაკარგული რუკა იპოვეს, რაც მე მგონია, მაშინ მასზე საზღვარი კარგა შორს გად...
მი­მაჩ­ნია, რომ 1996 წელს იმ კო­მი­სი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან, ვინც მუ­შა­ობ­დნენ მათ­გან, ერთ-ერთი მა­ინც სხვა ქვეყ­ნის ი...