26.02.2021 | 07:22
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
დავით გარეჯის საქმე [ვიდეო]

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხზე დღეს ბრალი დაუზუსტდათ ივერი მელაშვილსა  და ნატალია ილიჩევას. მთავარი საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და  ყოფილი  წევრი აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარის შეთანხმების პროცესში მაღალი თანამდებობის პირების დავალებით მოქმედებდნენ.  

 

საქართველოს ტერიტორიების ნაწილის უცხო ქვეყნისთვის გადაცემის ბრალდებით დაკავებული   პირები ბრალის  დაზუსტებას არ  ეთანხმებიან. მათი   თქმით,  ამის საფუძველი მთავარ სგაამოძიებო უწყებას არ ჰქონდა და  ისინი საკითხს  28 იანვარს ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე აუცილებლად დააყენებენ.

 

 ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილისთვის   ბრალის  დაზუსტების ფაქტს უკვე მოჰყვა პოლიტიკური  შეფასბები. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ  საქმეზე  გამოძიება მიმდინარეობს და  დაადგენს თუ არა   გამოძიება სხვა  ადამიანების ბრალეულობას ეს  გამოძიებისა და  პროკურატურის   კომპეტენციაა.

 

  განსხვავებულია  "პატრიოტთა ალიანსის" პოზიცია.  პარტიის აღმასრულებელი მდივანი ამბობს, რომ  მათი პოლიტიკური პარტია დავით გარეჯის საქმესთან დკავაშირებით  უკვე წლებია საუბრობს.   შესაბამისად აუცილებელია, რომ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ   გამოძიება სრულყოფილად წარმართოს და   ის პირები  შესაბამისად დაისაჯონ, ვინც საქართველოს ტერიტორიების ნაწილი  სხვა ქვეყანას გადასცა.  

 

გამოქვეყნდა 35 დღის წინ  |  ნანახია 218-ჯერ
დღის გადაცემები