18.04.2021 | 14:46
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
დავით თარხან-მოურავი - კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ " პატრიოტთა ალიანსი" ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალაა

კრახით დამთავრებული "ნაციონალური მოძრაობის" აქცია. მრავალ დანაშაულებებში მხილებულმა პოლიტიკოსებმა მთელი ქვეყნის მასშატბით  მხოლოდ 4500 კაცის მობილიზება შეძლეს.  კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალაა, რომელსაც ყველანაირი სანახაობის გარეშე 30 000 მხარდამჭერის შეკრება შეუძლია - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსიის" თავმჯდომარემ დავით თარხან- მოურავმა "ობიექტივის" პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

 

  ასევე მან ყურადღება გაამახვილა "ნაციონალური მოძრაობის" დაფინანსებაზე, რომელმაც მხოლოდ სკამებში 200 ათასსი ლარი დახარჯეს.  დავით თარხან-მოურავის თქმით, იმისათვის, რომ ჩვენი შვილების მომავალი ხელში მწამებლებსა და პოლიტიკურ კომედიანტებს არ ჩაუვარდეთ, ამომრჩეველმა მხარი "პატრიოტთა ალიანსს" უნდა დაუჭიროს და 31 ოქტომბერს 8 ნომერი უნდა შემოხაზოს.

გამოქვეყნდა 169 დღის წინ  |  ნანახია 233-ჯერ
დღის გადაცემები