04.12.2020 | 09:15
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
დავით კირკიტაძის მიერ მითვისებული ტერიტორიები

უკანონო მშენებლობების სერია  რუსთავში -   ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის   დავით კირკიტაძის  არასწორი ქმედებები კიდევ ერთ საქმეში იკვეთება. მაშინ როდესაც "ძალა ერთობაშია"-ს  მაჟორიტარობის კანდიდატი ადგილობრივებს ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მიწების დაკანონებას და იალღუჯის მთაზე ამომრჩევლისთვის 900 კვ.მ მიწის ნაკვეთის საჩუქრად გადაცემას ჰპირდება -   რუსთავში  უკანონოდ მიწების მითვისების ერთ-ერთი  ავტორი თავადაა.  საქმე ეხება  ქალაქის მერიის წინ პრივატიზებულ ადგილებს, სადაც   ქვემო ქართლის ყოფილი  გუბერნატორი უკანონო მშენებლობას  აწარმოებს. ეს  ადგილები კი  კირკიტაძემ მაღალ თანამდებობაზე  ყოფნის დროს დაიმტკიცა. აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა "პატრიოტთა ალიანსის" რუსთავისა და  გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატმა  პაატა ჯიბლაძემ. მან ადგილობრივებს  მოუწოდა, რომ არ დაუჯერონ იმ პროგრამას, რომელსაც  ბლოკი  "ძალა ერთობაშია"  სთავაზობთ.

გამოქვეყნდა 36 დღის წინ  |  ნანახია 159-ჯერ
დღის გადაცემები