20.01.2021 | 05:10
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენისთვის, ხელისუფლების გადაბარების პროცესის დაწყებას დათანხმდა

დონალდ ტრამპი არჩეული პრეზიდენტისთვის, ჯო ბაიდენისთვის, ხელისუფლების გადაბარების პროცესის დაწყებას დათანხმდა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ფედერალურმა სააგენტომ, გენერალური სერვისების ადმინისტრაციამ, რომელიც მეთვალყურეობას  ხელისუფლების გადაცემის პროცესს უწევს ის უნდა გააკეთოს, რისი  გაკეთებაც არის საჭირო“, თუმცა პირობა დადო, რომ არჩევნების ოფიციალური შედეგების წინააღმდეგ ბრძოლას არ შეწყვეტს.

 

ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური სერვისების ადმინისტრაციამ კი ქვეყნის არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს  აცნობა, რომ სააგენტო მას არჩევნებში გამარჯვებულად მიიჩნევს და მის გუნდს შეუძლია, ხელისუფლების გადაბარების პროცესი დაიწყოს. ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის ინაუგურაცია 2021 წლის 20 იანვარს არის დაგეგმილი.

გამოქვეყნდა 56 დღის წინ  |  ნანახია 273-ჯერ
დღის გადაცემები