03.03.2021 | 22:26
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
დონალდ ტრამპი 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტს ვეტოს დაადებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტს ვეტოს დაადებს. "ჩვენი თავდაცვის კანონპროექტის ყველაზე დიდი გამარჯვებული ჩინეთია. მე ვეტოს დავადებ ამ კანონპროექტს,“ - აცხადებს ტრამპ. მისი თქმით, ის არ აუქმებს კომუნიკაციების მართებულობის აქტის 230- ნაწილს, რომელიც "გუგლ“, "ტვიტერდა "ფეისბუქ“, მათ პლატფორმებზე გამოჩენილი შინაარსის გამო პასუხისმგებლობისგან იცავს. ამასთანავე, ტრამპი ეწინააღმდეგება კანონმდებლობის ისეთ ნაწილებს, რომლებიც ავღანეთიდან და გერმანიიდან ჯარის გაყვანის გეგმებს შეანელებს. 2021 წლის აშშ-ის ბიუჯეტიდან თავდაცვის სფეროსთვის 740 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული.

გამოქვეყნდა 79 დღის წინ  |  ნანახია 308-ჯერ
დღის გადაცემები