03.03.2021 | 21:06
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
დონალდ ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტობის ბოლო დღეს თავისი ყოფილი მრჩეველი სტივ ბენონი შეიწყალა [ვიდეო]

დონალდ ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტობის ბოლო დღეს თავისი ყოფილი მრჩეველი სტივ ბენონი შეიწყალა.  შეწყალებულთა სია ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა მედიის ცნობით, მათ შორის არიან რეპერები ლილ უეინი და კოდაკ ბლექი, რომლებიც იარაღის შეძენა-შენახვასთან დაკავშირებული დანაშაულისთვის იყვნენ გასამართლებული, ასევე დეტროიტის ყოფილი მერი კვამე კილპატრიკი, რომელიც კორუფციული ბრალდებების საფუძველზე 28-წლიან სასჯელს იხდიდა. დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველ სტივ ბენონს მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად თანხების მოზიდვის ონლაინკამპანიასთან დაკავშირებულ თაღლითობაში გასულ წელს  წაუყენეს ბრალი. სტივენ ბენონი სტრატეგიულ საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის პოსტს 2017 წლის იანვრიდან აგვისტომდე იკავებდა. მანამდე, 2016 წლის აგვისტოდან ის დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.

 

გამოქვეყნდა 42 დღის წინ  |  ნანახია 131-ჯერ
დღის გადაცემები