22.01.2021 | 01:39
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში 11-დან 24 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა [ვიდეო]

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში 11-დან 24 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ დოკუმენტშია აღნიშნული. მანამდე ვაშინგტონის მერმა მურიელ ბოუსერმა ჯო ბაიდენის ინაუგურაციისთვის უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას მოითხოვა. მერმა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ კაპიტოლიუმში 6 იანვარს განვითარებული ქაოსის გათვალისწინებით, ბაიდენის ინაუგურაციის დროს „განსხვავებული“ მიდგომის გამოჩენაა საჭირო. ტელეკომპანია „ეიბისის“ ცნობით კი მომდევნო დღეებში, ქვეყნის 50-ვე შტატში შეიარაღებული საპროტესტო აქციების გამართვა იგეგმება. ამერიკული ტელეკომპანია ფედერალური ბიუროს შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით აცხადებს, რომ თუ კონგრესი შეეცდება პრეზიდენტის გადაყენებას 25-ე შესწორებით, შეიარაღებული ჯგუფები დიდ აჯანყებას დაიწყებენ. ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს არის დაგეგმილი.

გამოქვეყნდა 9 დღის წინ  |  ნანახია 69-ჯერ
დღის გადაცემები