19.04.2021 | 12:40
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
დონალდ ტრამპმა რესპუბლიკელთა ლიდერი მწვავედ გააკრიტიკა [ვიდეო]

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რესპუბლიკელთა ლიდერი მიტჩ მაკკონელი მწვავედ გააკრიტიკა. დონალდ ტრამპის თქმით, თუ რესპუბლიკელი სენატორები მისი ერთგულნი დარჩებიან, გამარჯვებას ვერასდროს ეღირსებიან. ტრამპი ასევე აღნიშნავს, რომ ისეთი პოლიტიკური ლიდერის ხელში, როგორიც მიტჩ მაკკონელია, რესპუბლიკელები ვერასდროს გაიმყარებენ პოზიციებს და ვერც პატივისცემას ეღირსებიან.  სენატში რესპუბლიკელთა ფრაქციის ლიდერმა მიტჩ მაკკონელმა ხმა ტრამპის იმპიჩმენტის წინააღმდეგ მისცა, თუმცა 6 იანვრის დრამატულ მოვლენებზე მორალური პასუხისმგებლობა ყოფილ პრეზიდენტს დააკისრა.

გამოქვეყნდა 60 დღის წინ  |  ნანახია 268-ჯერ
დღის გადაცემები