04.12.2020 | 09:08
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
ეკონომისტები მთავრობის ეკონომიკური გუნდის არაკვალიფიციურ საქმიანობაზე საუბრობენ

გაძვირებული ცხოვრება და მომატებული ფასები ეს ის ძირითადი პრობლემებია, რომლებზეც მოსახლეობა აქტიურად საუბრობს. მთავრობის ეკონომიკურ გუნდს უმოქმედობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მათი სოციალური მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. მოქალაქეები "ობიექტივთან" საუბრის დროს ამბობენ, რომ ქუჩაში მოწყალების მთხოვნელთა რიცხვმა მკვეთრად მოიმატა. მედიკამენტების ფასების ზრდაზეც საუბრობენ და ღნიშნავენ, რომ მათი შემოსავლიდან გამომდინარე წამლების შეძენის საშუალებაც არ აქვთ.

 

 მეოცნებე ხელისუფლების ქმედით ნაბიჯებს იწუნებენ  ეკონომისტები. ისინი მთავრობის ეკონომიკური გუნდის არაკვალიფიციურ საქმიანობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი გადახედვას საჭიროებს. 

 

ქვეყანაში არსებულ  მძიმე ეკონომიკურ  და მოქალაქეთა სოციალურ ყოფაზე აქტიურად საუბრობენ "პატრიოტთა ალიანსში". მთავარი ოპოზიციური ძალა ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგიმსკენ აქტიურად მოუწოდებს და სპეციალურ პროგრამასაც სთავაზობს, რომელიც მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.

გამოქვეყნდა 45 დღის წინ  |  ნანახია 186-ჯერ
დღის გადაცემები