19.04.2021 | 13:20
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
ვინ არის ივერი მელაშვილი?! [ვიდეო]

ვინ არის ივერი მელაშვილი?! გმირი, პოლიტიკური პატიმარი თუ  სამშობლოს მოღალატე?! დავით გარეჯის გასხვისების თემაზე დაკავებული და პოლიტიკური ვაჭრობის შედეგად გირაოთი გათავისუფლებული  მეცნიერი, ივერი მელაშვილი ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ფაქტობრივად ადასტურებს, რომ ბრალი, რომელიც მას წარუდგინეს ნამდვილად ეკუთვნოდა.

 

გმირი, რომ ნამდვილად  არაა ეს უკვე გავარკვიეთ, მოდით ახლა ის გავიგოთ რამდენად აქვს მეცნიერს კარტოგრაფიული ცოდნა. ივერი მელაშვილს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის კარტოგრაფია-გეოდეზიის დეპარტამენტის უფროსი  უპირისპირდება. ნოდარ ხორბალაძის თქმით, ივერი მელაშვილის განცხადება სიცრუეზეა აგებული და სადელიმიტაციო კომისიის ყოფილ უფროსს ერთმანეთისგან პროექციისა და კოორდინაციის გარჩევაც კი უჭირს.

 

დავით გარეჯის გასხვისების მცდელობა  არაა ქართული მიწის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემის ერთადერთი  ფაქტი, რომელსაც ივერი მელაშვილის სახელი  უკავშირდება.  2016 წელს საქართველოს სახელმწიფომ თურქეთის რეპუბლიკას 6 ჰექტარი მიწა გადასცა.   

 

მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელს ქართული მიწების მეზობელი სახელმწიფოსათვის გადაცემის ფაქტი საქართველოს ხელისუფლებამ კატეგორიულად უარყო, მომხდარის შესახებ "ობიექტივის" გადამღებ ჯგუფს, თურქეთის რესპუბლიკის, პოსოფის ოლქის გუბერნატორმა დაუდასტურა.  6 ჰექტარი მიწის შემოერთების ფაქტს ადასტურებდა ნაკვეთის ახალი მფლობელიც. მოლაპარაკებისა და ოფიციალური დოკუმენტაციის ხელმოწერის  პროცესში აქაც, ივერი მელაშვილი აქტიურობდა.

გამოქვეყნდა 77 დღის წინ  |  ნანახია 923-ჯერ
დღის გადაცემები