22.01.2021 | 09:33
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
ვლადიმერ პუტინი იმედს გამოთქვამს, რომ თურქეთი კონკრეტულ წვლილს შეიტანს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის განსამუხტად

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ახლო აღმოსავლეთიდან ჩასული მებრძოლების მონაწილეობის გამო შეშფოთება გამოთქვა. როგორც კრემლის მიერ გავრცელებულ განცვხადებაშია ნათქვამი, პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ თურქეთი, როგორც მინსკის ჯგუფის წევრი სახელმწიფო, კონსტრუქციულ წვლილს შეიტანს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის განსამუხტად. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ახლო აღმოსავლეთის მებრძოლების მონაწილეობის შესახებ განცხადებას რუსეთის პრეზიდენტი აკეთებს. მანამდე, სომხეთმა და აზერბაიჯანმა უცხოელი მებრძოლების ჩაყვანაში ერთმანეთი დაადანაშაულეს.

გამოქვეყნდა 98 დღის წინ  |  ნანახია 171-ჯერ
დღის გადაცემები