04.12.2020 | 21:50
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
ზურაბ ნოღაიდელი წერილში დავით გარეჯს აზერბაიჯანის ტერიტორიად მოიხსენიებს

  წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება "ქართულმა ოცნებამ" ყოფილი ხელისუფლების დანაშაულების გამოძიებით დაიწყო. საქმე ეხება დავით გარეჯის საკითხს, რომელიც ხელისუფლებამ მმართველობის მერვე წელს გაიხსენა, ეს კი მაშინ როდესაც  არქივი პირდაპირ მტკიცებულებას ინახავს.  საუბარია  ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის  წერილზე, სადაც  ის დავით გარეჯს   აზერბაიჯანის ტერიტორიად მოიხსენიებს. საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში საქართველოს ყოფილი პრემიერი უკვე გამოკითხეს, თუმცა ამ დროისთვის უცნობია რა კითხვები ჰქონდა გამოძიებას ნოღაიდელთან. ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებაც,  რომ ნოღაიდელის გარდა დაკითხულ მოწმეთა სიაშია თავდაცვის ყოფილი მინისტრი მინდია ჯანელიძე და საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი მანჯგალაძეც არიან.

 

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. როგორც საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, გამოძიების დაწყებას საფუძვლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია დაედო, რომლის თანახმადაც წლების განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.  

გამოქვეყნდა 52 დღის წინ  |  ნანახია 188-ჯერ
დღის გადაცემები