05.03.2021 | 14:22
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში დაუდასტურეს.

 

კობახიძის გამოკითხვა სავარაუდოდ, მის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება.

 

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოპოზიცია წინასაარჩევნოდ პროვოკაციებისა და დესტრუქციული ქმედებებისთვის ემზადებოდა.

 

მისივე ინფორმაციით, სხვადასხვა რეგიონში ჩამოყალიბებული იყო ყოფილი ძალოვნების ჯგუფები.

გამოქვეყნდა 118 დღის წინ  |  ნანახია 342-ჯერ
დღის გადაცემები