26.02.2021 | 07:13
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს პასუხობს [ვიდეო]

"პატრიოტთა ალიანსის"გენერალური მდივანი პარლამენტის სხდომაზე გუშინდელ ირაკლი კობახიძის  გამოსვლას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა. ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში ძირითად ყურადღებას "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირონიულ ტონზე ამახვილებს, ირმა ინაშვლის თქმით, კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას კბილი "პატრიოტთა ალიონსის" პოლიტიკურ შემადგენლობას გაკრა. "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირაკლი კობახიძეს მის მიერ გადადგმული მცდარი ნაბიჯები შეახსენა.

"კობახიძის საპარლამენტო გამოსვლიდან ფრაგმენტს მოვუსმინე. ეპიზოდს, სახელწოდებით "ძალიან დაგვაკლდა", სადაც პატრიოტთა ალიანსის პოლიტიკურ შემადგენელს გაკრა კბილი. ძალიან დაგვაკლდა პატრიოტთა ალიანსის პოლიტიკური შემადგენელის პრორუსული პროპაგანდაო. ვითომ დაგვცინა. კობახიძის ტექსტის ავტორს (არ ვიცი, თვითონ შექმნა ეს "შედევრი", თუ სხვამ დაუწერა), "სარკაზმიც" ისეთივე მდარე და მდაბიო აქვს, როგორც აზროვნება. ვინმემ გადასცეს ამ დამწყებ, მოხალისე ძერჟინსკის: არავინ რომ აკლია და თავი თვითკმარი რომ ჰგონია, გავიგეთ! ამიტომაც ჯერ კონსტიტუცია დაიმხო თავზე, მერე- არჩევნები, ახლა პარლამენტს იმხობს, სადაც თვითონ წერს, თვითონ უყრის კენჭს, თვითონ აჩერებს მეორე მოსმენაზე კანონპროექტის გატანას, თვითონ ლაპარაკობს და თავის თავსაც თავად უსმენს და მერე, "ყოჩაღ"-საც თავად ეუბნება საკუთარ პერსონას. გვინახავს ასეთი დამწყები ძერჟინსკები... უფრო ჭკვიანი და დახვეწილი ცინიკოსებიც გვინახავს, ვიდრე ირაკლი დამწყებ- ძერჟინსკია... ხელისუფლებაშიც კარგა ხანს მსხდარან, მაგრამ ახლა სად სხედან, აღარავის აინტერესებს... არავის აინტერესებს არც მათი ყოფა, არც მათი აზრი, არც მათი პოზიცია, არც მათი მდაბიო ცინიზმი, არც მათი არსებობა"- აცხადებს ინაშვილი.

 

გამოქვეყნდა 62 დღის წინ  |  ნანახია 283-ჯერ
დღის გადაცემები