04.12.2020 | 05:55
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი - "შემოგვიერთდით 3 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე! სახლიდან ბრძოლას ვერ მოვიგებთ!"

"პატრიოტთა ალიანსს" 3 ოქტომბერს, საღამოს 17:00 საათზე, დაგეგმილი აქვს აქცია თავისუფლების მოედანზე. ჩვენ ვიკრიბებით იმიტომ, რომ საზოგადოებას ვუთხრათ რამდენიმე მთავარი სათქმელი. პირველ რიგში, ეს ეხება სამართლიანობის აღდგენის საკითხს, მაგრამ ჩვენ აღარ ვლაპარაკობთ მხოლოდ 9 წელზე, რაც იყო. ჩვენ ვლაპარაკობთ მმართველობის 8 წელზე, რომელმაც ისე ჩაიარა ჩვენს თვალწინ, რომ არ დასაჯა დამნაშავეები. ამიტომ ჩვენ დღეს ვამბობთ უკვე, რომ კოჰაბიტაციამ დაბადა ახალი ჰიბრიდი, ეს არის სააკაშვილი-ბოკერია-კობახიძე. გაჩნდა უკვე ახალი ჰიბრიდი და ჩვენ მოგვიწევს ბრძოლა, უკვე ამ ჰიბრიდის წინააღმდეგ და თუ ვინმეს ჰგონია, რომ მე მხოლოდ 9 წელზე ვლაპარაკობ, ძალიან ცდება. მე ვლაპარაკობ უკვე "ქართული ოცნების" ელიტის იმ ნაწილის დასჯაზეც, რომელმაც ხელი დააფარა დამნაშავეებს და არ დასაჯა.

მეორე გზავნილი ეს არის პირდაპირი დიალოგი ცხინვალთან, სოხუმთან და მოსკოვთან და მთავარი, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ შერიგების პროცესი, რაც არის გარდაუვალი. ამ საქმეს ბევრი მტერი ჰყავს, ჩვენ ეს დავინახეთ. მაგრამ ჩვენ არ უნდა შეგვაჩერონ ამ მტრების სხვადასხვა ხაფანგებმა, უნდა განვაგრძოთ მოქმედება იმისათვის, რომ დაიწყოს დიდი შერიგების პროცესი. ასევე მნიშვნელოვანია: სიღარიბე, ეკონომიკა, ჩვენი თანამოქალაქეების მდგომარეობა. ჩვენ კონკრეტული და ძალიან სწრაფი გეგმა გვაქვს, როგორ უნდა ამოვიყვანოთ ქვეყანა და ჩვენი ხალხი სიღარიბიდან", - განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა.

გამოქვეყნდა 69 დღის წინ  |  ნანახია 155-ჯერ
დღის გადაცემები