04.12.2020 | 08:08
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი - "ჩვენ უნდა მოვუგოთ მწამებელ "ნაციონალურ მოძრაობას" და მათ მფარველებს "ოცნებიდან!"
პარლამენტის ვიცე-სპიკერი და "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებრივ რეჟიმზე და "ქართული ოცნების" მიერ დამნაშავეების მფარველობაზე საუბრობს. ინაშვილი დაუსჯელობის სინდრომზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ ამ ყველაფრის შემოქმედი "ქართული ოცნებაა". ინაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ "ნაციონალები" კიდევ მიეკარებიან ხელისუფლებას, ისინი ადამიანებს ცოცხლად გაატყავებენ. ვიცე-სპიკერმა მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისაკენ და 8 ნომრის შემოხაზვისაკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ქართველმა ხალხმა უნდა მოუგოს მწამებლებსაც და მათ მფარველებსაც "ქართული ოცნებიდან".
"მე მინდა, თვალი გადავავლოთ ბოლო 8 წელს; რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში ამ ბოლო 8 წლის მანძილზე, როგორ ვითარდებოდა პოლიტიკური პროცესები, როგორ აცოცხლებდა "ქართული ოცნება" დამნაშავეებს, რომლებიც არ დასაჯა და დღეს ამიტომაც არის ქვეყანა ამ დღეში. ზეიმობს დაუსჯელობა და თვითონ დამნაშავეები გადმოდიან შეტევაზე. ამ 8 წელიწადში აღიზარდა თაობა, რომელიც არ ფლობს ობიექტურ ინფორმაციას - რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში 8 წლის წინ, რა სისტემა იყო დანერგილი, მმართველობის რა სტილი იყო, რას აკეთებდა ის რეჟიმი და რა დანაშაულებებს სჩადიოდა. ამ ყველაფრით ისარგებლეს სწორედ დამნაშავეებმა! ვგულისხმობ სააკაშვილის, ბოკერიას და სხვა მათთან მიბმულ პარტიებს! ის, რომ 2012 წლის შემდეგ დამნაშავეების დასჯა არ მოხდა, ამის მწარე ნაყოფს ჩვენი საზოგადოება დღეს იმკის. ყველაზე თვალსაჩინოდ დღეს ჩანს, რომ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებში ბრალდებული დამნაშავეები ცდილობენ, დაწერონ სრულიად ახალი ისტორია! მიუხედავად ყველაფერისა, რა ვერსიებიც არ უნდა გაავრცელონ, მთავარი ფაქტი ხომ სახეზეა - 2010-2011 წლები იყო ყველაზე მძიმე წლები!
ჰქონდა თუ არა ადგილი პატიმართა წამების ფაქტებს სააკაშვილ-ბოკერიას რეჟიმის დროს ამ ქვეყანაში? რა თქმა უნდა, წამების ფაქტებს ადგილი ჰქონდა! რა მცდელობას ვხედავთ დღეს? თითქოს არაფერი არ ხდებოდა, თითქოს ეს ყველაფერი დადგმულია, ეს ყველაფერი ვიღაცამ სადღაც მოიგონა, აი რას აკეთებენ დღეს, მაგრამ ვეუბნები მათ - ეს არ გამოუვათ! სააკაშვილ-ბოკერიას ორივე პოლიტიკური ჯგუფი და მათი მოკავშირე მედიასაშუალებები უნდა ხვდებოდნენ, რომ ციხის კადრების თემა მათთვის მომგებიანი არ არის! ეს არის თემა, რომელზეც აბსოლუტური სიჩუმე უნდა შეინარჩუნონ დამნაშავე პირებმა, ისეთი ფაქტები ხდებოდა საქართველოს ციხეებში! მიზეზი იმისა, რის გამოც ეს დამნაშავეები დღეს მაგარ გულზე არიან, "ქართული ოცნებაა!" რის თქმა მინდა - ჩვენ, ადამიანებს, მეხსიერების შესუსტება გვახასიათებს, მაგრამ არ უნდა დავუშვათ დაგვავიწყდეს ის, რაც მაშინ ხდებოდა! არ უნდა გაგვინელდეს ბრაზი! უნდა გავბრაზდეთ ისე, როგორც 2012 წელს! არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ უფლება და საშუალება სააკაშვილ-ბოკერიებს და მთელ ამ მწამებლებს, რომ გადააფასონ, გადაწერონ უახლესი ისტორია და ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ისევ შეეცადონ! ხალხო, გამოვფხიზლდეთ! კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ჩვენ თითები სამზარეულოდან ვაკაკუნეთ ლეპტოპებზე, ამით არაფერი გამოვა! ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე და შემოვხაზოთ ნომერი 8! ჩვენი თაობის ვალია მოქმედება და ის, რომ ჩვენი შვილების მომავალი მწამებლებს ხელში არ ჩავუგდოთ! "ნაციონალები" თუ კიდევ მიეკარებიან ხელისუფლებას, ისინი ცოცხლად გაატყავებენ ადამიანებს! ჩვენ უნდა მოვუგოთ ამ მწამებლებს და მათ მფარველებს "ქართული ოცნებიდან!" - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
გამოქვეყნდა 37 დღის წინ  |  ნანახია 89-ჯერ
დღის გადაცემები