04.12.2020 | 20:44
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
კობა მაზანაშვილი - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი ძალაა, რომელიც ყოველთვის ქართველი ხალხის მხარეს დგას!"
"პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი ძალაა, რომელიც ყოველთვის ქართველი ხალხის მხარეს დგას!"
"პატრიოტთა ალიანსის" კასპისა და გორის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კობა მაზანაშვილის განცხადებით, "პატრიოტთა ალიანსი" საქართველოში ერთადერთი ძალაა, რომელიც აბსოლუტურად ყველას მოსთხოვს პასუხს იმ დანაშაულზე, რაც ჩაიდინეს როგორც "ნაციონალური მოძრაობის" დროს, ასევე "ქართული ოცნების" პერიოდში. კობა მაზანაშვილი მოსახლეობას 31 ოქტომბერს არჩევნებზე მისვლისაკენ და "პატრიოტთა ალიანსისთვის" ხმის მიცემისაკენ მოუწოდებს. მისი თქმით, "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი ძალაა, რომელიც ყოველთვის ქართველი ხალხის მხარეს დგას!"
"ერთადერთი ძალა დღეს საქართველოში არის "პატრიოტთა ალიანსი", რომელიც აბსოლუტურად ყველას მოსთხოვს პასუხს იმ დანაშაულზე, რაც ჩაიდინეს როგორც "ნაციონალური მოძრაობის" დროს, ასევე "ქართული ოცნების" პერიოდში. წინა ხელისუფლების დროს, თუ გააფუჭეს და უნდა დაისაჯონ, ასევე უნდა დაისაჯონ ის ქურდი ადამიანები, რომლებმაც "ოცნების" დროს მოიპარეს, გაყვლიფეს და დაჩაგრეს ხალხი. მე ვფიქრობ - აი ეს, რომ გადაწყდება და მოგვარდება, მესამედ და მეოთხედ, ვინც მოვა ხელისუფლებაში, ის უკვე მსგავს დანაშაულს აღარ ჩაიდენს! ახლა რა ხდება - მოვიპარავ, ბოდიშს მოვიხდი და ყველაფერი შემრჩა?! აი, ეს ხდება ჩვენს ქვეყანაში! მე მოვუწოდებ ჩვენს მოსახლეობას: აბსოლუტურად ყველა უნდა მივიდეს არჩევნებზე და ხმა უნდა მისცეს "პატრიოტთა ალიანსს", იმიტომ რომ ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა, რომელსაც არაფერი გაგვიფუჭებია და ყოველთვის ქართველი ხალხის მხარეს ვდგავართ!" - განაცხადა კობა მაზანაშვილმა.
გამოქვეყნდა 43 დღის წინ  |  ნანახია 103-ჯერ
დღის გადაცემები