04.12.2020 | 22:12
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
მამუკა არეშიძე - "თუ ის დაკარგული რუკა იპოვეს, რაც მე მგონია, მაშინ მასზე საზღვარი კარგა შორს გადის დავით გარეჯის სადაო მონაკვეთიდან"

სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვრის დე­მარ­კა­ცია-დე­ლი­მი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სის დრო­უ­ლად დას­რუ­ლე­ბა რომ ორ­მხრივ სტრა­ტე­გი­ულ ინ­ტე­რესს წარ­მო­ად­გენს, ამა­ზე პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრთან, ჯე­იჰუნ ბა­ი­რა­მოვ­თან გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და. პრე­ზი­დენ­ტი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ამ პრო­ცესს ვე­რა­ვინ და ვე­რა­ფე­რი შე­ა­ფერ­ხებს.

სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მაც გა­მარ­თა 24 სექ­ტემ­ბერს პრეს­კონ­ფე­რენ­ცია აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ კო­ლე­გას­თან ერ­თად და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია გა­ახ­მა­უ­რა. მი­ნის­ტრი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვრის დე­ლი­მი­ტა­ცია-დე­მარ­კა­ცი­ის სა­კი­თხზე მო­პო­ვე­ბულ­მა ახალ­მა კარ­ტოგ­რა­ფი­ულ­მა მა­სა­ლებ­მა 2006-2007 წლის შე­თან­ხმე­ბა შეც­ვა­ლოს. ზალ­კა­ლი­ა­ნის თქმით, მა­სა­ლე­ბი ქარ­თულ­მა მხა­რემ მო­ი­პო­ვა და მი­წო­დე­ბუ­ლია აზერ­ბა­ი­ჯა­ნის­თვი­საც.

„სა­ზღვრის დე­ლი­მი­ტა­ცია-დე­მარ­კა­ცი­ის სა­კი­თხზე აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გა­სულ წელს ად­გი­ლი ჰქონ­და ინ­ცი­დენ­ტებს და­ვით გა­რე­ჯში. აქ­ტი­უ­რად და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა ერ­თობ­ლი­ვი კო­მი­სი­ის ფარ­გლებ­ში. გა­ნახ­ლდა თა­ვად კო­მი­სი­ის შე­მად­გენ­ლო­ბაც. პან­დე­მი­ის გამო კო­მი­სი­ის შეხ­ვედ­რე­ბი შე­ფერ­ხდა, თუმ­ცა, მისი მუ­შა­ო­ბა არ შე­ჩე­რე­ბუ­ლა. ჩვე­ნი მხრი­დან მო­ძი­ე­ბუ­ლია ახა­ლი და­მა­ტე­ბი­თი კარ­ტოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლე­ბი და მო­წო­დე­ბუ­ლია აზერ­ბა­ი­ჯა­ნის­თვის. ამ მა­სა­ლე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის შე­დე­გად, არ გა­მოვ­რი­ცხავ 2006-2007 წლებ­ში მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბის გა­და­ხედ­ვა გახ­დეს სა­ჭი­რო. ვი­მე­დოვ­ნებ, გვექ­ნე­ბა პროგ­რე­სი. კო­მი­სი­ამ ეს სა­კი­თხი ორ­მხრი­ვად უნდა გა­და­წყვი­ტოს, ორი­ვე ქვეყ­ნის­თვის სა­სარ­გებ­ლოდ. ორი­ვე მხა­რეს კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი მიდ­გო­მა აქვს ამ სა­კი­თხზე", - გა­ნა­ცხა­და და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მა.

ზუ­ტად რა კარ­ტოგ­რა­ფი­ულ მა­სა­ლებ­ზეა ლა­პა­რა­კი, უც­ნო­ბია, მაგ­რამ ერთი ვერ­სი­ით, შე­საძ­ლოა ქარ­თულ­მა მხა­რემ ის რუკა და დო­კუ­მენ­ტე­ბის ორი­გი­ნა­ლი მო­ი­პო­ვა, რო­მე­ლიც დიდი ხა­ნია და­კარ­გუ­ლად მი­იჩ­ნე­ო­და და ეძებ­დნენ. ექ­სპერ­ტი მა­მუ­კა არე­ში­ძე აცხა­დებს, რომ ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტე­ბია და რაც მხა­რე­ებს შო­რის არ­სე­ბულ პრობ­ლე­მას აღ­მო­ფხვრის. ოპო­ზი­ცი­ა­ში კი ამ­ბო­ბენ, რომ ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი წი­ნა­სა­არჩვე­ნო ხრი­კია და რომ რე­ა­ლუ­რად ზალ­კა­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბის უკან არა­ფე­რი დგას.

მა­მუ­კა არე­ში­ძე:

- მარ­თა­ლია დე­ტა­ლე­ბი ჩემ­თვის უც­ნო­ბია, მაგ­რამ შე­მიძ­ლია გი­თხრათ, ჩვენ, ქარ­თულ­მა მხა­რემ, ძა­ლი­ან დიდი ძა­ლის­ხმე­ვა ჩავ­დეთ იმა­ში, რომ ჩვე­ნი პო­ზი­ცი­ე­ბი გაგ­ვემ­ყა­რე­ბი­ნა. ერთ სა­ინ­ტე­რე­სო ფაქტს გე­ტყვით, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს არ­ქი­ვი­დან და არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს არ­ქი­ვი­დან, გაქ­რა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტე­ბი, რაც მაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას ვა­რა­უ­დი გა­მოვ­თქვა, რომ ეს შეგ­ნე­ბუ­ლად იყო გა­კე­თე­ბუ­ლი და სპე­ცი­ა­ლუ­რად ნა­მუ­შე­ვა­რი, რომ ისეთ ვი­თა­რე­ბამ­დე მი­სუ­ლი­ყო საქ­მე, რა დრო­საც მე­ო­რე მხა­რეს ექ­ნე­ბო­და უფრო მყა­რი არ­გუ­მენ­ტა­ცია, ვიდ­რე ჩვენ. თუ მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იც­ვა­ლა და რო­გორც მი­ნის­ტრმა მი­ა­ნიშ­ნა, იპო­ვეს ეს მა­სა­ლე­ბი, ძა­ლი­ან კარ­გია. ჩვენ გვჭირ­დე­ბო­და რამ­დე­ნი­მე დო­კუ­მენ­ტის პოვ­ნა, რო­მე­ლიც ამ ვი­თა­რე­ბას სრუ­ლად შეც­ვლი­და და თუ ეს მო­ი­პო­ვეს, მარ­თლა სა­სი­ხა­რუ­ლოა.

- რამე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რუკა იყო გამ­ქრა­ლი?

- მე, ჩემი სურ­ვი­ლით, აქ­ტი­უ­რად ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი ამ რუ­კე­ბის მო­ძი­ე­ბის საქ­მე­ში. უბ­რა­ლოდ კონ­კრე­ტუ­ლად ამ დო­კუ­მენტზე ხმა­მაღ­ლა ვერ ვი­სა­უბ­რებ. დო­კუ­მენ­ტი არ­სე­ბობ­და სხვა­დას­ხვა წელს, ეს იყო 10-იანი, 20-იან 30 წლე­ბის და შემ­დგო­მი პე­რი­ო­დის დო­კუ­მენ­ტე­ბი. სხვა­ნა­ი­რად რომ გი­თხრათ, ამ დო­კუ­მენ­ტე­ბის ქსე­რო­ას­ლე­ბი არ­სე­ბობს, მაგ­რამ კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბის­თვის, როცა იხი­ლე­ბა დე­მარ­კა­ცია, დე­მი­ლი­ტა­ცი­ის სა­კი­თხე­ბი აუ­ცი­ლე­ბე­ლია ორი­გი­ნა­ლი დუ­კუ­მენ­ტე­ბის არ­სე­ბო­ბა. რო­გორც ჩანს, ის ორი­გი­ნა­ლე­ბი, რაც და­კარ­გუ­ლად მი­იჩ­ნე­ო­და, იპო­ვეს.

- ში­ნა­არსზე რას იტყვით?

- იქ ახ­სნი­ლია დე­ტა­ლუ­რად რო­მე­ლი ტე­რი­ტო­რია ვისი კუთ­ვნი­ლე­ბაა და ამ მა­სა­ლებს ხელს აწერს ორი­ვე მხა­რე, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ის დო­კუ­მენ­ტი სა­და­ვო ვე­რა­ნა­ი­რად გახ­დე­ბა. ერ­თა­დერ­თი სა­კი­თხი, რა­საც ხაზი მინ­და გა­ვუს­ვა ისაა, რომ სა­ზღვა­რი შორს არის და­ვით გა­რე­ჯის იმ სა­დაო მო­ნაკ­ვე­თი­დან, რაც და­პი­რის­პი­რე­ბის სა­გა­ნია. რო­გორც ჩანს, ის დო­კუ­მენ­ტე­ბი, რა­ზეც მე ვლა­პა­რა­კობ, უკვე ხელ­ში აქვს ქარ­თუ­ლი მხა­რეს. მა­შინ შე­იძ­ლე­ბა 1996 წლის შე­თან­ხმე­ბაც კი იყოს გა­და­სა­ხე­დი. მი­მაჩ­ნია, რომ 1996 წელს იმ კო­მი­სი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან, ვინც მუ­შა­ობ­დნენ მათ­გან, ერთ-ერთი მა­ინც სხვა ქვეყ­ნის ინ­ტე­რესს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და.

იმ და­კარ­გულ რუ­კა­ზე კი, რაც სა­ქარ­თვე­ლოს მხა­რის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­ერ­თოდ სხვა­ნა­ი­რი კონ­ფი­გუ­რა­ცია აქვს სა­ზღვარს. რუ­კის და დო­კუ­მენ­ტე­ბის გაქ­რო­ბა, ეს არ არის შემ­თხვე­ვი­თი ამ­ბა­ვი... სა­ხე­ლი და გვა­რე­ბით ვიცი ყვე­ლა­ფე­რი, ვინ რა გა­ა­კე­თა, მაგ­რამ ახლა ამა­ზე არ ვი­სა­უბ­რებ, როცა ასაკ­ში შე­ვალ, დავ­წერ მე­მუ­ა­რებს.

გუ­შინ­დელ გან­ცხა­დე­ბა­ში მთა­ვა­რი იყო აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მხა­რის ძა­ლი­ან მო­ზო­მი­ლი, თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცია.

წყარო: ambebi.ge

გამოქვეყნდა 70 დღის წინ  |  ნანახია 150-ჯერ
დღის გადაცემები