26.02.2021 | 08:09
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
მართლმადიდებელი სამყარო დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს [ვიდეო]

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. დილიდან წირვა ლოცვა საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში ჩატარდა.

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს ნაკურთხი წყლის სახლებში წაღების კურთხევა მისცა. როგორც სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას პატრიარქმა განაცხადა, მრევლმა ნაკურთი წყალი სახლებს, კარ-მიდამოს ოჯახს უნდა ასხუროს.

 

საეკლესიო სწავლებით, ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა. ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დროს.

გამოქვეყნდა 37 დღის წინ  |  ნანახია 208-ჯერ
დღის გადაცემები