06.12.2021 | 14:50
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მარინა კალიურანდი - საქართველოს ევროპულ პერსპექტივას პოლიტიკური კონსესუსი სჭირდება, რაც არ ჩანს [ვიდეო]

საქართველოს ევროპულ პერსპექტივას პოლიტიკური კონსესუსი სჭირდება, რაც ჯერ-ჯერობით არ ჩანს. ამის შესახებ ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საუბრობს. განცხადება ევროპარლამენტარმა, სტრასბურგში საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

“პრინციპი მეტი მეტისთვის და ნაკლები - ნაკლებისთვის“ რეალობაა. თითოეული პარტნიორი სახელმწიფო წყვეტს თუ რა გზას ირჩევს, რამდენად ახლოს სურს ევროპასთან ყოფნა. ვიმედოვნებ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი შესაძლოა გახდეს ცვლილებების ფურცელი, თანამშრომლობის ახალი თავი. იქნება თუ არა ევროკავშირი მზად ისაუბროს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ან ღია კარის პოლიტიკაზე ეს დღეს არ ვიცი, ამას პოლიტიკური კონსენსუსი სჭირდება, რასაც ამ წუთას ვერ ვხედავ. ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ განსხვავებული სიტყვები და ფრაზები, მაგრამ მთავარი უცვლელი რჩება, ვიდრე საქართველო სურს ევროკავშირში და ამ გზაზე დგას, ჩვენც აქ ვრჩებით, მხარს გიჭერთ, გელით და ვთანამშრომლობთ თქვენთან“, - განაცხადა  კალიურანდმა.

გამოქვეყნდა 11 დღის წინ  |  ნანახია 75-ჯერ
დღის გადაცემები