21.10.2021 | 07:07
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მონარქია და ერთსქესიანი ქორწინება [ვიდეო]

ნიდერლანდების ტახტის მემკვიდრე პრინცესა ამალია, შეძლებს გახდეს დედოფალი ერთსქესიანთა ქორწინებაშიც კი - ეს განცხადება ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ სამეფო ოჯახის წევრებზე მოქმედი წესების შესახებ კამათისას გააკეთა. მარკ რუტემ ასევე უპასუხა მონარქიასთან დაკავშირებულ შეკითხვას ბავშვების სტატუსის შესახებ, რომლებიც სუროგაციის გზით ან დონორი მშობლის დახმარებით იბადებიან. მისი განცხადებით ეს საკითხი  შესაბამისი საპარლამენტო პროცედურით გადაწყდება. დისკუსიის დაწყების მიზეზი სამეფო ოჯახის ექსპერტის პიტერ რევინკელის მიერ გამოცემული წიგნი - "ამალია, მოვალეობა გიხმობს" გახდა. წიგნის ავტორი აცხადებს,  რომ კონსტიტუციის თანახმად, პრინცესამ ტახტზე უარი უნდა თქვას თუკი ის ერთსქესიან ქორწინებას გადაწყვეტს.  17 წლის პრინცესა ამალიას პირადი ცხოვრების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. 2001 წლიდან ჰოლანდიაში  ერთსქესიანი ქორწინება დაშვებულია.

გამოქვეყნდა 7 დღის წინ  |  ნანახია 114-ჯერ
დღის გადაცემები