04.12.2020 | 06:30
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
მოსახლეობის პრობლემებს "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის  კანდიდატები   ყველა  ოლქში ეცნობიან

მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა,  უმუშევრობა    და   უსამართლობის განცდა  - ასეთი რეალობა სუფევს არჩევნებამდე ზუსტად 22 დღით ადრე   მთელი ქვეყნის მასშტაბით. არსებულ  პრობლემებსა და მოსახლეობის  პოზიციებს კი,  საქართველოს "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის  კანდიდატები   ყველა  ოლქში ეცნობიან. "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატი გლდანში  მერაბ ჭიქაშვილი  ამჯერად ზაჰესის  მოსახლეობას შეხვდა.  მთავარი ოპოზიციური პარტიის  კანდიდატი ამბობს, რომ  აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს არაერთი პრობლემა აწუხებთ და   ამ პრობლემების მოგვარების გეგმა  მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსს" აქვს.

 

თბილისის მსგავსად ამომრჩევლებთან შეხვედრები გრძელდება რეგიონებშიც." საქართველოს პარტიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა  პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში დავით დავითაძემ და ზორბეგ ბერიძემ შეხვედრები ამჯერად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ქედასა  და ჩხუტუნეთში გამართეს.   ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის  წარმომადგენლების თქმით,  აღნიშნულ სოფლებში   მოსახლეობას არაერთი  პრობლემა აწუხებს, რომელთა მოგვარებაც ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო.

 

 კარდაკარის პრინციპით მოსახლეობათან შეხვედრებს განაგრძობს ხაშურისა და ქარელის ოლქში "პატრიოტთა ალაინსის" მაჟორიტარობის კანდიდატი  ელიზბარ პატურაშვილიც.  კანდიდატმა  ამჯერად მოსახლეობასთან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე და ამ თემის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ელიზბარ პატურაშვილის თქმით, ამ საკითხის მოგვარება მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსს" შეუძლია.

 

მოსახლეობათან შეხვედრებს განაგრძობს   ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ შაორშაძე. „ პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ამჯერად თერჯოლის მოსახლეობას შეხვდა და იქ არსებული პრობლემები მოისმინა.  პატრიოტების მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, სხვა  ოლქების მსგავსად  თერჯოლაშიც  ყველა სფეროში რთული ვითარებაა და  არსებული პრობლემების  მოგვარების კონკრეტულ გეგმას მოსახლეობას  მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსი" სთავაზობს.

 

მოსახლეობათან შეხვედრები გრძელდება  ფოთის, ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტებშიც.   აღნიშნული ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი "პატრიოტთა ალიანსიდან"თეიმურაზ ფაჩულია   ოლქში არსებულ პრობლემებს პირადად ეცნობა და ამომრჩეველს "პატრიოტთა ალიანსის" იმ ინიციატივების შესახებ ესაუბრება, რომელიც მათი გადაუჭრელი საკითხების მოგვარებას ეხება. 

გამოქვეყნდა 55 დღის წინ  |  ნანახია 122-ჯერ
დღის გადაცემები