19.04.2021 | 13:30
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
ნორვეგია სხვა ქვეყნებთან ხვალიდან საზღვრებს დახურავს [ვიდეო]

ნორვეგია სხვა ქვეყნებთან ხვალიდან საზღვრებს დახურავს, - ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა ერნა სულბერგმა განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მუტირებული ვირუსი მნიშვნელოვნად გავრცელდა ბევრ ქვეყანაში, ისევე, როგორც ნორვეგიაში, დანიასა და ბრიტანეთში. ამ ვითარებიდან გამომდინარე  საზღვარი დაიხურება ყველასთვის, ვინც ნორვეგიაში არ ცხოვრობს. მისი თქმით, შეზღუდვა არ შეეხება ქვეყანაში აუცილებელი მიზეზის გამო შემსვლელ პირებს.

ნორვეგიამ შაბათს ოსლოსა და მიმდებარე რაიონებში, ე.წ. „ბრიტანული შტამის“ გავრცელების შესაჩერებლად, „ლოქდაუნი“ გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც ყველა არააუცილებელი პროდუქციის მაღაზია დაიკეტა.

გამოქვეყნდა 80 დღის წინ  |  ნანახია 328-ჯერ
დღის გადაცემები