04.12.2020 | 05:32
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
"პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ (1)

"პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. ამჯერად, საკუთარ წინასაარჩევნო  გეგმები, წილკანის მოსახლეობას, "პატრიოტთა ალიანსის" მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სოსო შატბერაშვილმა პარტიის გენერალურ მდივანთან, ირმა ინაშვილთან ერთად გააცნო. შეხვედრა, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა რეგიონში არსებული პრობლემების და მათი  გადაჭრის გზებზე  ისაუბრა. ირმა ინაშვილმა წილკანის მოსახლეობას, წვრილი და საშუალო ბიზნესის განვითარების გეგმა პირადად გააცნო, რათა მათი ყოველდღიური მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მომავალში გაუმჯობესდეს.  

 

მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპიტატობის კანდიდატმა, სოსო შატბერაშვილმა მოსახელობის განწყობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "პატრიოტა ალიანსი" ის ერთადერთი ძალაა, რომელსაც შეუძლია, ქვეყანა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან იხსნას. მოსახლეობამ კი "პატრიოტთა ალიანსს" სრული მხარდაჭერა აღუთქვა და თანამოქალაქეებს მოუწოდა 31 ოქტომბერს, სწორი გადაწყვეტილება მიიღონ.

გამოქვეყნდა 52 დღის წინ  |  ნანახია 103-ჯერ
დღის გადაცემები