04.12.2020 | 09:00
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
"პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატები მოქალაქეებს ყოველდღიურ რეჟიმში ხვდებიან

"პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატები ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობასთან შეხვედრებს ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობენ. ამჯერად საბურთალოს მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატი დოლიძის ქუჩისა  და პეკინის გამზირის მაცხოვრებლებს შეხვდა, მათ პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნო და პარტიის წარმომადგენლებთან ერთად ფლაერები დაარიგა.  კახა ძაგანიამ,    ამომრჩევლებს  31 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლისა და  8 ნომრის შემოხაზვისკენ მოუწოდა.

 

 დედაქალაქის გარდა მოსახლეობას ყოველდღიურ  რეჟიმში  "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატები რეგიონებშიც ხვდებიან.  პარტიის სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი კობრავა ქალაქ ხონის მეოთხე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო.   გარდა ამისა, მაჟორიტარობის კანდიდატი  სოფელ მათხოჯისა და   თხიდის მოსახლეობას    შეხვდა, ადგილზე არსებული პრობლემები მოისმინა და  ამ  პრობლემების გადაჭრის გზებზე  ადგილობრივებთან   ერთად საუბრა.  ირაკლი კობრავამ მოსახელობას  პარტიის  წინასაარჩევნო პროგრამა დეტალურად გააცნო  და მათ   31 ოქტომბრის არჩევნებზე   მისვლისკენ  მოუწოდა.

 

 ქარელის რაიონის სოფელ კეხიჯვარში იმყოფებოდა "პატრიოტთა ალიანსის" ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარობის კანდიდატი ელიზბარ პატურაშვილი. მან ადგილობივების გასაჭირი მოისმინა, პარტიის შეხედულებების შესახებ ადგილობრივებს  ინფორმაცია მიაწოდა და "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო პროგრამა გააცნო. ელიზბარ პატურაშვილმა  საზოგადოებას არჩევნებზე მისვლისა და რვა ნომრის შემოხაზვისკენ მოუწოდა.

 

"პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატები მოქალაქეებს ყოველდღიურ რეჟიმში ხვდებიან, შეხვედრების მთავარი მიზანი პარტიის შეხედულებების მოსახლეობისთვის გაცნობა და მათი პრობლემების მოსმენაა.  არჩევნებამდე კი ზუსტად  3 დღე რჩება და  მთავარ სათქმელს ამომრჩევლები სწორედ  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იტყვიან.

გამოქვეყნდა 36 დღის წინ  |  ნანახია 85-ჯერ
დღის გადაცემები