04.12.2020 | 05:10
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
"პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატები დედაქალაქში მოქალაქეებთან შეხვედრებს განაგძობენ

"პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატები დედაქალაქში მოქალაქეებთან შეხვედრებს განაგძობენ.  ამჯერად "პატრიოტთა ალიანსის" ვაკის მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატი  ნანა დევდარიანი ჭავჭავაძის გამზირზე, ყოფილი სტუდქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდა და მათი პრობლემები პირადად მოისმინა. ადგილობრივები ნანა დევდარიანს  სახალხო დამცველის  პოზიციაზე იხსენებენ და განმარტავენ, რომ  საცხოვრებელი სწორედ მან შეუნარჩუნა. მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ ნანა დევდარიანი მეათე მოწვევის პარლამენტში ხალხის ღირსეული წარმომადგენელი იქნება.

 

 ჭავჭავაძის გამზირზე ყოფილი სტუდქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებლების პრობლემებზე საუბრობს ნანა დევდარიანი. ვაკის მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, მოქალაქეებს მათივე ინიციატივით შეხვდა.  გამარჯვების შემდეგ  მისი მთავარი საზრუნავი ხალხისთვის პრობლემების შემსუბუქება იქნება.

 

 ზემო ვეძისში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა საბურთალოს მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატი კახა ძაგანია. მან ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და პარტიის პროგრამის დეტალები გააცნო. შეხვედრის შემდეგ  მოქალაქეებმა განმარტეს, რომ ქვეყანაში არსებული გამოწვევების მოგვარების მხრივ "პატრიოტთა ალიანსის" იმედი აქვთ.

 

"პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი -დეპუტატობის კანდიდატი არჩილ ბენიძე დიდუბე ჩუღურეთში, ჯანსუღ კახიძის სახელობის ბაღში  ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდა და მათი გამოწვევები მოისმინა. სტუდენტებმა  ყურადღება უნივერსიტეტებში არსებულ პრობლემებსა და საფასურზე გაამახვილეს, რისი გადახდის საშუალებაც არ აქვთ.  არჩილ ბენიძემ მათ სტუდენტებზე მორგებული პროგრამა გააცნო, რომელმაც  ახალგაზრდებში მხარდაჭერა დაიმსახურა.

 

"პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატები  რეგიონებში და  დედაქალაქში მოქალაქეებს ყოველდღიურად ხვდებიან და მათ პარტიის პროგრამას აცნობენ.

გამოქვეყნდა 45 დღის წინ  |  ნანახია 92-ჯერ
დღის გადაცემები