22.01.2021 | 10:06
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
"პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატები მოსახლეობას ხვდებიან

"პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატები მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობასთან შეხვედრას აგრძელებენ. ამომრჩეველს სამომავლო გეგმები გააცნო "პატრიოტთა ალიანსის" ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპიძის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით გოგიჩაიშვილმა. ის ახალციხის რაიონის სოფელ ჭაჭარაქისა და ვალეს მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო.  მაჟორიტარობის კანდიდატი აღნიშნავს, რომ ჭაჭარაქის მოსახლეობაში პატრიოტული სულისკვეთება განსაკუთრებით მაღალია. რაც შეეხება სოფელ ვალეს, "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ შეხვედრის დაწყებამდე დაბურულ შუშებიანი მანქანა დადიოდა, რამაც მოსახლეობაში გარკვეული შიში გააჩინა.

 

"პატრიოტთა ალიანსის" ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარობის კანდიდატი ელიზბარ პატურაშვილი მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრას განაგრძობს. მისი განმარტებით საქართველოს მოსახლეობა პენსიას სტაჟისა და დამსახურების მიხედვით უნდა იღებდეს. ამომრჩეველთან შეხვედრაზე ყურადღება სამხედრო მიუმხრობლობაზეც გამახვილდა. ელიზბარ პატურაშვილმა მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ და საკუთარი ხმების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

 

 

"პატრიოტთა ალიანსის" სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხობის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი კობრავამ მოსახლეობას საარჩევნო ბუკლეტები დაურიგა და ამომრჩეველს ის გეგმები გააცნო, რომელსაც ის გამარჯვების შემდეგ გეგმავს. ირაკლი კობრავამ სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოსახლეობას სიღარიბისა და კორუფციის დაძლევის გეგმებზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონის მთავარი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის აღორძინება უნდა იყოს.

 

"პატრიოტთა ალიანსის" საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ძაგანია პეკინის მაცხოვრებელს სახლში ესტუმრა და საინფორმაციო ფლაიერები პირადად გადასცა. მაჟორიტარობის კანდიდატმა ამომრჩეველს კიდევ ერთხელ განუმარტა რატომ უნდა დაუჭირონ მხარი "პატრიოტთა ალიანსს". კახა ძაგანიას თქმით, ნათლადს ჩანს მოსახლეობის დადებითი დამოკიდებულება "პატრიოტთა ალიანსის" მიმართ.

 

საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მოსახლეობას პირადად შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი კასრაძემ. მან მოსახლეობას დეტალურად გააცნო ის პრიორიტეტები, რომლის განხორციელებასაც "პატრიოტთა ალიანსის" გამარჯვების შემდეგ გეგმავს. საჩხერის ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი კასრაძე სამ თვეზე მეტია მოსახლეობას პირისპირ ხვდება და მათ პრობლემებს გულდასმით ისმენს, რათა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ისინი დროულად მოგვარდეს.

 

გამოქვეყნდა 99 დღის წინ  |  ნანახია 266-ჯერ
დღის გადაცემები