04.12.2020 | 20:38
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
"პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატები ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ (1)

"პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატები ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. მთავარი ოპოზიციური პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში ვიქტორ ცაავა მოსახლეობას სოფელ ბანძაში შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივებს ის გეგმები გააცნო, რომელიც "პატრიოტთა ალიანსს" 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აქვს.

 

მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატიც. არტაშეს ჰაკობიანი ადგილობრივი შტაბის ხელმძღვანელთან, სამველ პეტროსიანთან ერთად, ამჯერად ახალქალაქის სოფლებში: გუმურდოში, კიროვაკანში, სულდაში იმყოფებოდა და ადგილობრივების პრობლემები პირადად მოისმინა. გარდა ამისა, "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატმა დეპუტატის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაჟორიტარი პარლამენტში ხალხის ხმა უნდა იყოს.

 

"პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატებმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშიც. დავით დავითაძე და ზორბეგ ბერიძე სოფლების თხილნარის, მურმანეთის და აგარის მოსახლეობას შეხვდნენ და "პატრიოტთა ალიანსის" პროგრამა გააცნეს, რომელიც მიზნად ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარებას ისახავს.

 

ფაქტია, რომ "პატრიოტთა ალიანსისთვის" საქართველოს ყველა რეგიონის განვითარება და არსებული პრობლემების მოგვარება პრიორიტეტული საკითხია. სწორედ ამიტომ ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ ამომრჩევლები 31 ოქტომბრის არჩევნებზე სწორ არჩევანს გააკეთებენ და მხარს სწორედ "პატრიოტთა ალიანსს" დაუჭერენ.

გამოქვეყნდა 66 დღის წინ  |  ნანახია 141-ჯერ
დღის გადაცემები