04.12.2020 | 05:25
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
"პატრიოტთა ალიანსი"დღეს, 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე აქციას მართავს

"პატრიოტთა ალიანსის" მასშტაბურ აქციამდე რამდენიმე საათი რჩება. ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალა დღეს, 17:00 საათზე მოსახლეობას თავისუფლების მოედანზე შეხვდება. პარტიის წარმომადგენლების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა ის პოლიტიკური გარიგებაა, რომელშიც მონაწილეობას "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" იღებენ. 

 

"პატრიოტების" წარმომადგნლები ამბობენ, რომ ისინი არჩევნების მოსალოდნელ გაყალბებას არ დაუშვებენ. ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალა მოსახლეობას თავისუფლების მოედანზე მისვლისკენ მოუწოდებს. აღსანიშნავია ისიც, რომ თავისუფლების მოედანზე ყველა ის რეგულაცია იქნება დაცული, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით არსებობს. პარტიის წარმომადგენლების ინფორმაციით, მოსახლეობას დაურიგდებათ პირბადეებიც.

გამოქვეყნდა 61 დღის წინ  |  ნანახია 243-ჯერ
დღის გადაცემები