27.01.2021 | 16:40
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
"პატრიოტთა ალიანსი"ცესკოს სიცრუეში ამხელს

"პატრიოტთა ალიანსი"ცესკოს სიცრუეში ამხელს.  ამის საფუძვევლად კი პარტიის წარმომადგენლებს  #3 საბურთალოს ოლქის კომისიის მიერ გამოცემული განკარგულება მოჰყავთ.  განკარგულებიდან ირკვევა, რომ 52- უბნის პირველად  შემაჯამებელ ოქმში "პატრიოტთა ალიანსს" ეწერა 1 ხმა. ხელახალი გადათვლის შედეგად კი აღმოჩნდა,  რომ პარტიას 1-ის ნაცვლად 21 ხმა აქვს.

 

 ასევე  ბათილადაა ცნობილი 40 ბიულეტენი, რომლებიც "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების თქმით, მათი მხარდამჭერების  ბიულეტენებია. პარტიის წევრები ასევე განმარტავენ, რომ ცესკოს მიერ ინფორმაციის გავრცელება, თითქოს საბურთალოს საარჩევნო უბანზე ხმების გადათვლის შემდეგ არაფერი შეცვლილა კანონდარღვევააგარდა ამისა  პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მსგავსი ცდომილებები ქვეყნის მასშტაბით ყველა  უბანზე ფიქსირდება რაც იმას ნიშნავს,  რომ "პატრიოტთა ალიანსმა" იმაზე გაცილებით მეტი ხმა მიიღო, ვიდრე ეს ცესკოს საბოლოო მონაცემებშია ასახული.

გამოქვეყნდა 82 დღის წინ  |  ნანახია 294-ჯერ
დღის გადაცემები