19.04.2021 | 13:48
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი უხანში შემოწმებას იწყებს [ვიდეო]

ჩინეთის ქალაქ უხანში ჩასული საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი ლაბორატორიებს, ბაზრებსა და საავადმყოფოებს დაათვალიერებს. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. „საველე ვიზიტები მოიცავს უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტს, ჰუანანის ბაზარს, უხანის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ლაბორატორიას ”, - აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში. ამავე ინფორმაციით, ექსპერტები ქალაქის პირველ კოვიდპაციენტებსაც გაესაუბრებიან. კორონავირუსის წარმოშობის შესწავლის მიზნით უხანში ჩასულმა საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფმა 2-კვირიანი კარანტინი გაიარა და საკარანტინო სივრცე გუშინ დატოვა.

გამოქვეყნდა 79 დღის წინ  |  ნანახია 320-ჯერ
დღის გადაცემები