04.12.2020 | 05:19
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
„საქართველოს ბანკზე“ თავმდამსხმელი იდენთიფიცირებულია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში გვიან ღამით საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას ახლობლები დაკითხეს. გამოკითხვიდან გამოსულებს მედიასთან კომენტარები არ გაუკეთებიათ. მანამდე, სოფელ ალერწკარში, ბადრი ესებუასა და მისი ნათესავების სახლში ჩხრეკა ჩატარდა. სამართალდამცველებს არ დაუკონკრეტებიათ, ამოიღეს თუ არა ნივთმკტიკებულებანი.

 

ამ დრომდე უცნობია ბადრი ესებუას ადგილსამყოფელი. ნათესავების განცხადებით, ის ბოლოს 21 ოქტომბრეს ნახეს. საქართველოს ბანკზე ყაჩაღური თავდასხმის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

გამოქვეყნდა 37 დღის წინ  |  ნანახია 154-ჯერ
დღის გადაცემები