18.04.2021 | 15:35
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" არჩევნების შედეგებს არ ცნობს

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" არჩევნების შედეგებს არ ცნობს. პარტიის  გენერალურმა მდივანმა "ობიექტივის" ეთერში მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ ისაუბრა.

 

ირმა ინაშვილმა აღნიშნა,  რომ არჩევნები "ქართული ოცნების" მხრიდან გაყალბდა და ამაზე პარტიის ლიდერები არჩევნებამდეც საუბრობდნენ. მისივე განცხადებით, გაყალბებული არჩევნების შედეგებს არ შეეუგებიან.  სწორედ ამ მიზეზით პარტია მასშტაბურ აქციებს აანონსებს, რომლის მთავარი მოთხოვნაც რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა იქნება. 

 

ირმა ინაშვილის განცხადებით,  აქცია რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს "ქართულმა ოცნებამ" ბოლო წლებში გატარებული პოლიტიკით თავად დაიმსახურა, თუმცა არ დაუმსახურებია ქართველ ხალხს.

გამოქვეყნდა 167 დღის წინ  |  ნანახია 430-ჯერ
დღის გადაცემები