08.03.2021 | 01:02
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
საქართველოს უახლოეს დღეებში ახალი მთავრობა ეყოლება [ვიდეო]

საქართველოს უახლოეს დღეებში ახალი მთავრობა ეყოლება.  მას შემდეგ რაც გიორგი გახარიას შემცვლელად მმართველმა გუნდმა ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა, მინისტრთა კაბინეტში სამთავრობო ცვლილებების საჭიროება გახდა. ახალი პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის კანდიდატურები პარლამენტში დღეს შედის. მთავრობის ფორმირება და დამტკიცება დაჩქარებული წესით მოხდება. პროცედურების მიხედვით მას შემდეგ რაც ბიუროზე განსახილველად შევა მთავრობის ახალი შემადგენლობა კომიტეტები ინდივიდუალურად მოუსმენენ მინისტრობის კანდიდატებს, რის შემდეგაც სესიაზე მინისტრობის კანდიდატებს  ნდობას გამოუცხადებენ მეათე მოწვევის კანონმდებლები.  გავრცელებული ინფორმაციით ცვლილებები მინისტრთა გაბინეტის ეკონომიკურ გუნდს შეეხება. პროცედურების თანახმად მართველ გუნდს კანდიდატების დასასახელებლად ორკვირიანი ვადა ჰქონდა, თუმცა  პროცედურები დაჩქარებული წესით მიმდინარეობს.

 

გამოქვეყნდა 16 დღის წინ  |  ნანახია 150-ჯერ
დღის გადაცემები