05.03.2021 | 14:42
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
საქართველო რეგიონში სტრატეგიულ ფუნქციას კარგავს [ვიდეო]

კავკასიის რეგიონში ახალი სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივა იკვეთება. მეზობელი ქვეყნის ლიდერების შეხვედრამ ნათლად აჩვენა, რომ სამხრეთ-კავკასიის რეგიონში საქართველომ შესაძლოა სატრანზიტო ფუნქცია დაკარგოს. ამის მიზეზი კი მოსკოვში  11 იანვარს მიღწეული შეთანხმებაა. მთიან ყარაბაღში განვითარებული პროცესების შემდეგ რიგით მეორე შეხვედრამ ჩვენი ქვეყნისთვის საყურადღებო კონტრურები გამოკვეთა.

 

30 წლის შემდეგ აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიაზე გამავალი სატრანსპორტო კომუნიკაციის საშუალებით დაუკავშრდება ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას, ხოლო სომხეთ-აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით სარკინიგზო მაგისტრალით - რუსეთსა და ირანს.

 

საქართველოს შესაძლო სატრანზიტო ფუნქციის შესუსტებაზე საუბრობს თოირნიკე შარაშენიძე. საერთაშორისო ურთიერთოებების სპეციალისტი ამბობს, რომ ქართული მხარის მხრიდან აქტიური მუშაობა უნდა მიმდინარეობდეს, რათა ქვეყანამ ახალი სატრანზიტო გზები იპოვოს და რეგიონში არსებული ფუნქცია არ დაკარგოს. შარაშენიძე ამისთვის საჭიროდ და აუცილებლად მიიჩნევს საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად დასრულებას.

 

ქართული მხარის მხრიდან რეგიონული პოლიტიკის გააქტიურებაზე  საუბრობს მამუკა არეშიძე. ექსპერტი კავკასიის საკითხებში აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანი რეგიონში ლიდერობისთვის ილტვის. ახალი სარკინიგზო დერეფნის ამოქმედების შემთხვევაში კი საქართველოს ალტერნატიული ტვირთების მოძებაზე სერიოზული მუშაობა მოუწევს.

 

ნანა დევდარიანი  რეგიონში საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის მნიშვნელობაზე საუბრობს. პატრიოტთა ალიანსის წევრი აღნიშნავს, რომ  ყარაბაღის კონფლიქტმა სამხრეთ-კავკასია მნიშვნელოვნად შეცვალა. ნანა დევდარიანი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობას  ასეთ ვითარებაში შესაძლო რისკები გათვლილი არ ჰქონდა, რაც ქვეყანას სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს.

 

იმ შემთხვევაში თუ მოსკოვში დაწყებული მოლაპარაკება უკვე ცნობილი სცენარით დასრულდება, სარგებელს ნახავს ყველა მეზობელი სახელმწიფო. რუსული რკინიგზა, მათ შორის სამხედრო გადაზიდვები, პირდაპირ გაივლის რუსეთი-დაღესტანი-აზერბაიჯანის გზით, აქედან კი ორი მიმართულებით, აზერბაიჯანი თურქეთი და  აზერბაიჯანი-სომხეთი-ირანისკენ. საქართელო ამ გეგმის მიხედვით თამაშგარე მდგომარეობაშია. იქამდე, ვიდრე რუსეთი, თურქეთი, ირანი და აზერბაიჯანი ახალი სამხედრო თუ ეკონომიკური ბლოკის კონტურებს ბოლომდე მოხაზავენ, ქართულ მხარეს მთავარი გეოპოლიტიკური ფუნქციის, სატრანზიტო დერეფნის შენარჩუნებისთვის ნაბიჯების გადადგმა მოუწევს. ჯერჯერობით ჩვენს სახელმწიფოში არათუ სამოქმედო გეგმა, საფრთხეც კი არ არის გაანალიზებული.

გამოქვეყნდა 44 დღის წინ  |  ნანახია 238-ჯერ
დღის გადაცემები