05.03.2021 | 13:29
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
სახელმწიფო კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართა [ვიდეო]

სახელმწიფო კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართა.  დღევანდელ სხდომაზე ვაქცინაციის ეროვნული გეგმა დადგინდა, რომლის მიხედვითაც ვაქცინაცია საქართველოს მოსახლეობის 60%-ს ჩაუტარდება.

"დღეს ჩვენ უნდა განვიხილოთ და ეს გეგმა დავამტკიცოთ, რომლის ძირითადი მიზანი საბოლოო ჯამში არის ის, რომ 2021 წლის ბოლომდე ჩვენი მოქალაქეების მინიმუმ 60% იყოს აცრილი. თუმცა, ამ ძირითად მიზანთან ერთად, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ გეგმის ტექნიკურ ნაწილს, მათ შორის, ეტაპობრიობას და იმ მიზნობრივ ჯგუფებს, რომლებიც ეტაპების მიხედვით უნდა იყვნენ აცრილები. პირველ ეტაპზე აიცრებიან ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც არიან ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ, რა თქმა უნდა, ეს იქნებიან სამედიცინო სფეროს თანამშრომლები, ხანგრლივი მოვლის დაწესებულების ბენეფიციარები, ჩვენი ხანდაზმულები 75 წელს ზემოთ და შემდგომ უკვე 60- იდან 75 წლამდე ყველა ჩვენი თანამოქალაქე. ამ გეგმის შემუშავებას აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა. მოგეხსენებათ, რომ საქართველო ჩვენს ევროპულ პარტნიორებთან ერთად, გაწევრიანებულია „კოვაქსის“ პლატფორმაში, რომელიც გულისხმობს ვაქცინის მოწოდებას ქვეყანაში. საქართველომ უკვე განაცხადა, დაახლოებით 5-6 თვის წინ, ამ პლატფორმაზე თავისი მიზნის შესახებ, რომ უახლოეს პერიოდში ქვეყანაში 1.5 მლნ ვაქცინა იყოს მოწოდებული.

საქართველო არის „კოვაქს“ პლატფორმის წევრი და ჩვენ ამ პლატფორმის საშუალებით მივიღებთ მილიონნახევარ ვაქცინას, თუმცა, მთავრობა ორმხრივ რეჟიმში მოლაპარაკებას აგრძელებს მწარმოებელ კომპანიებთან. საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება ავტორიზებული",- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

გამოქვეყნდა 42 დღის წინ  |  ნანახია 301-ჯერ
დღის გადაცემები