19.04.2021 | 12:24
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
"ქართული ოცნების" არასწორი გეზი [ვიდეო]

"ქართული ოცნება" ქვეყნის განვითარების ათწლიან გეგმაზე მუშაობას, ხელისუფლებაში ყოფნის მეცხრე წელს იწყებს. თუ საკითხს ჩავუღრმავდებით, ეს მთავრობის ირიბი აღიარება, რომ 9 წლიანი მმართველობისას შემუშავებული პროგრამები და განხორციელებული პროექტები უშედეგო იყო. პრემიერ მინისტრის ახალი ინიციატივა განვითარების და რეფომების  უწყებათაშორისი  საბჭოს შექმნაა, რომლის შემადგენლობაში ის პირები იქნებიან, ვისი ხელმძღანელიც ირაკლი ღარიბაშვილი ისედაც არის. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წევრები, თბილისის მერიასა და ეროვნულ ბანკთან ერთად სახელმწიფოს განვითარების გეგმას დაწერენ, რომლის პირელადი ვერსიაც 31 მაისს უნდა წარმოადგინონ. 2012 წლიდან დღემდე „ქართული ოცნების“ მთავრობამ, რაც არ დაიზარა სწორედ განვითარების პროგრამების და გეგმების შემუშავება იყო, თუმცა პრაქტიკაში დოკუმენტების ეს გროვა, კეთილი სურვილების კრებული აღმოჩნდა. 2013  წელს    ერთ-ერთი  სამთავრობო პროგრამის  შედგენაში  მონაწილეობას პირადად იღებდა ირაკლი მურცხვალაძე. ეკონომისტი ამბობს, რომ  დღეს ქვეყანაში არაერთი  გამოწევევაა, რომლის მოგვარებასაც არა საბჭოს, შექმნა არამედ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების  გადადგმა სჭირდება. ამის რეალური ნება კი აღმასრულებელ ხელისუფლებას არ აქვს, შესაბამისად საბჭოს მუშაობის ეფექტიანობაში ეკონომიკური  სფეროს ექსპერტს ეჭვი ეპარება და   ღარიბაშვილის  გუნდს კონრეტული წინადადებებითაც მიმათავს.

გამოქვეყნდა 11 დღის წინ  |  ნანახია 90-ჯერ
დღის გადაცემები