27.02.2021 | 20:25
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
"ქართულ ოცნებას" სექტემბრის თვეში 6 495 650 ლარი შესწირეს

აუდიტის სამსახურმა პარტიების შემომწირველთა მოკვლევა დაიწყო. "ქართულ ოცნებას" სექტემბრის თვეში 6 495 650 ლარი შესწირეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, პარტიის მიმართ ფულადი შემოწირულობა 245-მა სუბიექტმა განახორციელა. შემომწირველებიდან 118-მა ქართული ოცნების სასარგებლოდ 20 ათასი ლარიდან 60 ათას ლარამდე გაიღო. მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, კი 1-ლი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, მმართველ პარტიას თანხა სულ 549-მა სუბიექტმა ჩაურიცხა. ოპოზიციური პარტიებიდან ყველაზე მეტი შემოწირულობა "ლელოს" აქვს მიღებული.

 

გამოქვეყნდა 143 დღის წინ  |  ნანახია 389-ჯერ
დღის გადაცემები